თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულმა სტუდენტებმა ფებურთის ტურნირში მორიგი გამარჯვება მოიპოვეს და ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდნენ.
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის გუნდების მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დამთავრდა. პენალტების სერიაში თსუ-მ მოწინააღმდეგეს 4:2 სძლია.
სპორტულ ფესტივალში, რომელიც სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის" სახელობის კოლეჯისა და სსიპ კოლეჯ „მოდუსის" ორგანიზებით და პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით ტარდება, პროფესიული სასწავლო დაწესებულებების 27 გუნდი მონაწილეობს.