საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

UNESCO აცხადებს ფოტოკონკურსს „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“

UNESCO აცხადებს ფოტოკონკურსს „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემებია: რწმენა და სულიერება და ცხოვრება ერთად.



კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.  შემრჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან).

 

პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები მიიღებენ ნახევრადპროფესიონალურ ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ სამოყვარულო ციფრულ ფოტოაპარატს. ასევე შერჩეული 60 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და გამოიცემა ფოტოალბომი.
 

ფოტონამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 17 ივლისი.
 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსებულია UNESCO-ს შემდეგ ბმულზე:
https://www.unesco.org/en/articles/join-2022-youth-eyes-silk-roads-photo-contest

თარიღი: 07/06/2022