საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგი “სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები BLS”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით ცენტრის თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: “სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები BLS”. ტრენინგს უძღვებოდა “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსი, თსუ პროფესიული პროგრამის “საექთნო განათლება” ხელმძღვანელი ნონა გოშაძე.

 

ტრენინგი მიზნად ისახავს არასამედიცინო პერსონალისათვის პირველი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლებას თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, ასევე პირველადი დახმარების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარებას.

 

თსუ პროფერსიული განათლების ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროგრამის ხელმძღვანელები, მასწავლებლები და სტუდენტები გაეცნენნ თუ რას წარმოადგენს პირველადი გადაუდებელი დახმარება, როგორ ხდება პირველადი დახმარების აღმოჩენა ტრავმის, სისხლდენის, ინტოქსიკაციის, გულისწასვლის, მოხრჩობის დროს. ასევე გულ-ფილტვის რეანიმაციას მოზრდილებსა და ბავშვებში.

 

ტრენინგი მულტიფუნქციური მანეკენებისა და სიმულატორების გამოყენებით ჩატარდა.

თარიღი: 23/09/2025