საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მომავალი ღონისძიების ორგანიზატორები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ

 

ღონისძიების ორგანიზების პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზეც მიიღეს. ისინი აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდზე გორში.

 

პროფესიული სტუდენტის ქეთევან ვარსიმაშვილის განცხადებით, მსგავს ღონისძიებებში უშუალო მონაწილეობა მომავალში მათი პროფესიაში დამკვიდრების პერსპექტივას ზრდის. „ჩვენ ვიმყოფებით გორში, წარმოვადგენთ თსუ პროფესიულ სასწავლებელს. უნივერსიტეტის სტენდის სტუმრებს ვთავაზობთ თსუ-ს 7 ფაკულტეტის და  პროფესიული ცენტრის პროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რათა სწორი მიმართულება და სწორი გზა მივცეთ აბიტურიენტებს რომ აირჩიონ ის პროფესია, სადაც იპოვიან საკუთარ თავს“,-აღნიშნა მან.

 

პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ ხელმძღვანელის ნანა მამაგულიშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თეორიულ სწავლასთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა  პრაქტიკულ კომპონენტს. რადგან პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებს მომავალში დაეხმარება დასაქმებაში. „ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა ის გარემოება, რომ სტუდენტებს სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ. ამ მხრივ საუკეთესო გამოცდილება იყო 26 მაისის ღონისძიებები, სადაც სტუდენტებს  გენერალურ რეპეტიციაში მონაწილეობის საშუალება მიეცათ, 26 მაისს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ გორში განათლების სტენდზე.”-განაცხადა ნანა მამაგულიშვილმა.

თარიღი: 23/06/2023