საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერთად ვაკეთოთ სიკეთე ამ სლოგანის ირგვლივ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები და ლექტორ მასწავლებლები გაერთიანდნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამის ,,ღონისძიების ორგანიზების“ ქუთაისის ლოკაციის სტუდენტების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელდა საქველმოქმედო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის  მოზარდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისა და მოხუცებისათვის. ღონისძიების მიზანი მათთვის საახალწლო განწყობის შექმნა და ნობათის გადაცემა იყო. ქველმოქმედებაში  ბევრი ადამიანი ჩაერთო. ბენეფიციარებისთვის შეგროვდა პირველადი მოთხოვნილების ნივთები და სურსათ-სანოვაგე. პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ღონისძიება განხორციელდა უკონტაქტოდ – ღია ცის ქვეშ.

 

იხილეთ ვიდეო აქ

თარიღი: 30/12/2020