საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია) კვლევითი სტაჟირებისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხის მქონე თსუ-ს პერსონალს, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში ისეთ მიმართულებებში, როგორიაა პოლიტიკის მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა, ბიო-მრავალფეროვნება/ბოტანიკა, სლავური ფილოლოგია, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა, კავკასიოლოგია, რუსეთისმცოდნეობა

 

სტიპენდიის ხანგრძლივობა

  • სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული) მქონე თსუ-ს პერსონალისათვის: 1 (ერთი) თვე;
  • სტიპენდიის სრული მოცულობა:  სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული) მქონე თსუ-ს პერსონალისათვის: ჯამური 2000 ევრო.
  • მობილობის პერიოდი: შერჩეული კანდიდატები ვალდებული არიან მობილობის გეგმა ისე შეადგინონ, რომ სტაჟირება და შესაბამისად, მიმღებ ქვეყანაში დარჩენა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 იანვრისა.

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.