საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გულნაზ ერქომაიშვილი - „ძალიან მომწონს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათ მუდმივად ვუზიარებ ჩემს ცოდნას და მიღებულ გამოცდილებას...“

გულნაზ ერქომაიშვილი  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორია,  160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი,  მათ შორისაა 8 სახელმძღვანელო და 4 მონოგრაფია. მიჰყავს შემდეგისასწავლო კურსები: ეკონომიკური პოლიტიკა 1,2; მეწარმეობის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა, რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა, ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა.

თსუ პროფესორის სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკონომიკის ისეთ საინტერესო და აქტუალურპრობლემებთან,როგორიცაა:დამწყებ მეწარმეთა ეკონომიკურად რაციონალური ქცევის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და გამოყენების ეკონომიკური პოლიტიკა; ეროვნული კონკურენტული უპირატესობების მიღწევის ეკონომიკური პოლიტიკა; აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები; მწვანე ეკონომიკა და გარემოს დაცვითი ეკონომიკური პოლიტიკა; ტურიზმის პოლიტიკა და ველნეს ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში; სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში და სხვ.

ეს მრავალფეროვნება, პირველ რიგში, გულნაზ ერქომაიშვილის ინტერესების ფართო სპექტრთანაა დაკავშირებული. აღნიშნავს,რომ დროის მსვლელობასთან ერთად, მუდმივად იცვლება მისი,როგორც მეცნიერის, კვლევის პრობლემატიკა. ცდილობს, რომ მეტად კონცენტრირდეს იმ საკითხებზე, რასაც მსოფლიო მეცნიერები დღეისათვის მეტად საჭიროდ და აქტუალურად მიიჩნევენ.სწორედ ამის გამოძახილია, რომ წლების წინ საქართველოში მეწარმეობის ფორმირებისა და განვითარების თავისებურებების, ბიზნეს გეგმების შედგენის, ასევე ველნეს (wellness)  ინდუსტრიის  განვითარების მიმართულებით,  პირველი კვლევების, სახელმძღვანელოებისა და ბროშურების ავტორია.

ქალბატონი გულნაზი სკოლის პერიოდს ასე იხსენებს: „სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით მათემატიკა მიზიდავდა. მახსოვს ბავშვები დასვენებებზე რომ ერთობოდნენ, მე და ჩემი კლასელი გოგონა მაგალითებისა და ამოცანების ამოხსნაში ვეპაექრებოდით ერთმანეთს. ზუსტი მეცნიერებები ყოველთვის მომწონდა,  ხშირად  ვიმარჯვებდი მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადებზე,  სკოლაც წარჩინებით დავამთავრე, ვფიქრობდი მათემატიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, თუმცა ოჯახის ნათესავმა, თსუ-ს პროფესორმა ოთარ საღარეიშვილმა გადაწყვეტილება შემაცვლევინა და მირჩია,შენი მათემატიკური აზროვნება ეკონომიკას მოახმარე და  აუცილებლად დაიმკვიდრებ ადგილს ეკონომიკურ მეცნიერებაშიო“.

მეცნიერება გულნაზ ერქომაიშვილისთვის  მიმზიდველი  უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე აღმოჩნდა. ხშირად მონაწილეობდა სტუდენტურ კონფერენციებში.უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრებისა და კონფერენციებზე მიღებული გამოცდილების შემდეგ, უკვე ზუსტად იცოდა, რომ სამეცნიერო კვლევები აინტერესებდა. ამ ინტერესის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და  სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაბარება  და იქვე მუშაობის  დაწყება  უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

„ამის შემდეგ შევქმენი ოჯახი, შემეძინა გოგონები და მიუხედავად ამისა, დროულად დავასრულე სადისერტაციო ნაშრომი, რომლის დაცვაც განხორციელდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს წინაშე, რომელსაც აკადემიკოსი ავთანდილ გუნია ხელმძღვანელობდა“.

პირველად, 1983 წელს იხილა მისი ავტორობით დაბეჭდილი სამეცნიერო კონფერენციის  თეზისები, რამაც კიდევ უფრო გაუღრმავა მეცნიერების სფეროში მოღვაწეობის სურვილი. სწავლობდა და იკვლევდა საკითხებს მრეწველობის ეკონომიკის მიმართულებით, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ქვეყანა საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა, მეცნიერისთვის სხვა აქტუალური საკვლევი პრობლემები გამოჩნდა ჰორიზონტზე. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ  მისი პირველი მონოგრაფიული კვლევა „მეწარმეობის ფორმირებისა და განვითარების თავისებურებანი საქართველოში“, რომელშიც გულნაზ ერქომაიშვილმა გამოჰყომეწარმეობის ფორმირების ეტაპებიდა მისი განვითარების თავისებურებები საქართველოში. ასევე განიხილა მეწარმეობის ფორმირებისა და განვითარების თავისებურებები საქართველოს კვების მრეწველობაში, მისი სამომხმარებლო ბაზარი, საექსპორტო-საიმპორტო პოტენციალი და ა.შ.

თსუ-ში მუშაობა 1996 წელს დაიწყო დოცენტის თანამდებობაზე. 2006 წელს კონკურსის წესით უნივერსიტეტში ბიზნესის ორგანიზაციის კათედრაზე აირჩიეს ასოცირებულ პროფესორად. ამ პერიოდში გამოსცა წიგნი „ფირმის ეკონომიკა“ და შემდეგ „ბიზნესი - ფირმის ფუნქციონირების ძირითადი ასპექტები“, რამაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ პრემია დაიმსახურა. იხსენებს, რომ მეწარმეობაზე წიგნები ქართულ ენაზე მწირი იყო და სწორედ, გულნაზ ერქომაიშვილი გახლდათ ერთ-ერთი პირველი,რომელმაც მეწარმეობასთან დაკავშირებული გამოწვევების კვლევა დაიწყო და არაერთი მონოგრაფიადა სახელმძღვანელო მიუძღვნა აღნიშნულ პრობლემას.

„2010 წლიდან დღემდე ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი და ამავე კათედრის ხელმძღვანელის მოადგილე ვარ, ვმუშაობ ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა პრობლემაზე. ბოლო წლებში ჩემი სამეცნიერო-კველვითი მუშაობის შედეგები აისახა შემდეგ მონოგრაფიებში: საქართველოს განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებანი, თბილისი, 2016; სოციალური მეწარმეობის განვთარების ტენდენციები საქართველოში (თანაავტორი). თბილისი, 2017; რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა - ბიზნესმეწარმეობიდან სოციალური მეწარმეობისაკენ მამოძრავებელი ძალა. თბილისი, 2019.წელს გამოქვეყნდება ეკონომიკური პოლიტიკის გადამუშავებული და შევსებული სახელმძღვანელო, რომლის თანაავტორიც გახლავართ.“

ეკონომიკური პოლიტიკის კათედრაზე თანამშრომლებთან ერთად ბოლო წლებში მოიპოვა ორი სამეცნიერო გრანტი, რომლებიც დღეისათვის აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება: სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში (თბილისი, 2016); ციფრული ეკონომიკის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში (თბილისი, 2019), რომლის კოორდინატორი და  მკვლევარი-ანალიტიკოსი გახლდათ ქალბატონი გულნაზი.

იგი მონაწილეობდა ბრუნელის (ლონდონი) უნივერსიტეტის, დუბლინის (ირლანდია) ტრინიტი კოლეჯის, პარიზის, რომის, ვენეციის,  მადრიდის, ბარსელონას, დუბაის, სტამბულის (მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემია), ბერლინის (საქართველო-გერმანიის სამეცნიერო-ეკონომიკური ფორუმი), კიევო-მოგილიანის აკადემიის, ტრაპზონის (თურქეთი) შავი ზღვის უნივერსიტეტისა და სხვ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და პროექტებში.

2012 წლიდან დღემდე არის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის მკვლევარი. აქტიურად თანამშრომლობს ბერლინის ტექნიკურ და  თავისუფალ უნივერსიტეტებთან.

გულნაზ ერქომაიშვილს ბოლო პერიოდში  ხშირად  პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის მომავალზე ეკითხებიან. პასუხობს, რომ ამ ვითარებაში რთულია გრძელვადიანი პროგნოზირება. თუმცა, პანდემიამდეც და მის შემდეგაც, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულმიმართულებად  რეალური სექტორის განვითარება ესახება. ფიქრობს,რომ ქვეყანას დიდი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, რომლის ეფექტიანი გამოყენება ეკონომიკის ზრდის საწინდარი იქნება.ქვეყანამ უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად,  წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნესმენებთან, რამაც საშუალება მისცა დარგის განვითარებაში, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული წვლილი შეეტანა.

„ჩემ მოწოდებად რჩება სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა. ძალიან მომწონს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათ მუდმივად ვუზიარებ ჩემს ცოდნას და მიღებულგამოცდილებას.ასე, რომ ვმსჯელობთ ეკონომიკის, არამხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ასპექტებზეც“.

თარიღი: 12/03/2021