საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სადაზღვევო კომპანია პრაიმი არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური
სტანდარტების კომპანია, რომელიც 2007 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე. 2018
წლიდან კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით,
შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა.
სადაზღვევო კომპანია პრაიმი გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით,
პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით.
„სადაზღვევო კომპანია პრაიმის“ აქციონერი არის ევროპული საინვესტიციო კომპანია -
Mercury Europe Holdings SA.
სს “სადაზღვევო კომპანია პრაიმი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ
დეპარტამენტში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
 სასამართლო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება (სარჩელი, შესაგებელი,
განცხადება, შუამდგომლობა და სხვა);
 კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;;
 კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (ხელშეკრულება,
წერილი და სხვა) შედგენა/განხილვა და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
 უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
 სამართლის ფაკულტეტის მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი;
 საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
 საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები
 ორგანიზებულობა;
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 ანალიტიკური აზროვნება;
 დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები
 სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე;
 სტაჟირება არის ანაზღაურებადი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ
მისამართზე: vacancy@primeinsurance.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის
დასახელება.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 აგვისტო.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია (რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი,
სერტიფიკატ(ებ)ი, სხვა თანდართული დოკუმენტი) შეიძლება შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. ნებისმიერი
პერსონალური მონაცემი, რომელიც სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება
განაცხადების განხილვისა და კანდიდატების შერჩევის პროცესში, დამუშავდება კომპანიის მიერ
არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით). აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის
შემთხვვევაში, გვქონდეს თქვენი კანდიდატურის კიდევ ერთხელ განხილვის შესაძლებლობა. თუ თქვენ
მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებსაც, მისგან თანხმობის
მოპოვების ვალდებულება აღნიშნული მონაცემების სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის“
გადაცემასთან დაკავშირებით გეკისრებათ თქვენ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა
დოკუმენტ(ებ)ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებთან
დაკავშირებით.