საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს Scrum მასტერს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში.

გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

 

ძირითადი სამუშაო:

● დეველოპმენტ გუნდში სქრამ პრაქტიკებისა და იდეოლოგიის დანერგვა;

● დეველოპმენტ გუნდში სქრამ პროცესის ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფა;

● დანერგილი სქრამ პროცესის ოპტიმიზაცია და გუნდის საჭიროებებზე მორგება;

● Agile Reporting-ის წარმოება (Sprint Report, Burndown Metrics);

● Team Capacity And Velocity რეპორტის შექმნა გუნდის შესაძლებლობის შესახებ დროის კონკრეტულ ჭრილში;

● Grooming; Sprint Planning; Daily Standup Meeting; Sprint Review; Sprint Retrospective შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია.

● დეველოპმენტ გუნდსა და კომპანიის შიგნით არსებულ სხვა როლებს შორის სწორი კომუნიკაციის დამყარება;

● დეველოპმენტ გუნდის წევრების მხარდაჭერა და ქოუჩინგი;

● დეველოპმენტ გუნდში კონფლიქტების მოგვარება და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ზრუნვა;

● დეველოპმენტ გუნდის მხარდაჭერა რელიზების დაგეგმვაში;

● Product Owner-თან ერთად რელიზის გეგმის დოკუმენტის შედგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

● Scrum მასტერის პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება

● Agile/scrum პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა და Agile გარემოში მუშაობის გამოცდილება

● პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira,Asana,Trello,Clickup), ჩაითვლება უპირატესობად

● Scrum Master სერტიფიკატების პირველი დონის (CSM, PSM I) ქონა ჩაითვლება უპირატესად

 

პირობები:

● სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;

● ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციის შესაბამისად

● ჯანმრთელობის დაზღვევა- გაუმჯობესებული პაკეტი, რომელსაც თანადაფინანსების გარეშე, კომპანია სრულად ანაზღაურებს.

 

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Scrum Master