საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია „მოგო“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.


„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Eleving“ შემავალი კომპანია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

 

კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. Eleving ჯგუფი ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს 14 ქვეყანაში. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2000-ზე მეტი თანამშრომელი.


მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა მომსახურება;
  • კომპანიის პროდუქტების გაყიდვები;
  • ლიზინგის განაცხადების მომზადება, დამუშავება და კომიტეტზე წარდგენა;
  • კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის გაცემა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური / რუსული ენის ცოდნა.


დამატებითი მოთხოვნები:

  •  მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • გაყიდვების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.


ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს.


გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ ა.წ. 20 ივნისამდე მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.


გისურვებთ წარმატებას!