საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 05/08/2020 - 12/08/2020

ეისითი ეძებს ციფრული პროდუქტების განვითარების მენეჯერს. შენ შეგეძლება იმუშავო
მეგობრულ და შეკრულ გუნდში, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ
გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები და დაეხმარო კომპანიას
ტექნოლიური კუთხით განვითარებაში
ეისითი საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს
დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და
ყაზახეთში.
პროფესიონალთა გუნდი ეისითი-ის ყველაზე ღირებული აქტივია. ეისითი კვლევით და
საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს  ეისითიში 80  მუდმივი და 700-
მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს.  სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-
global.com
ვის ვეძებთ:
 თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული და მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს;
 გაქვს ტექნოლოგიებისკენ სწრაფვა და სიყვარული;
 გაქვს უნარი, იმუშავო ერთდროულად რამდენიმე პარალელურ პროექტზე;
 გაქვს საუკეთესო ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
 ხარ თვითორგანიზებული და ინიციატივიანი;
 პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, მათ გადაჭრაზე ფიქრობ;
 იცი ინგლისური მაღალ დონეზე;
 ხარ გრძელვადიან შრომით ურთიერთობებზე ორიენტირებული;
 გაქვს კარგი ვერბალური და წერითი უნარები;
 გაქვს გუნდური მუშაობის და ინტერპერსონალური უნარები;
რას გააკეთებ:
 განსაზღვრავ მომხმარებლის მიზნებს და საჭიროებებს და გარდაქმნი ბიზნეს
მოთხოვნებად;
 იქნები გარკვეული ფუნქციონალის product owner და გექნება სრული პასუხისმგებლობა
მათ განვითარებასა და გაუმჯობესებაზე;
 მიიღებ მონაწილეობას მომხმარებლებისა და ბაზრის კვლევებში ტექნოლოგიური
მიმართულებით, რათა გქონდეს არსებული თუ მომავალი პროდუქტების განვითარების
ხედვა;
 მიიღებ აქტიურ მონაწილეობას ეჯაილ გუნდებში პროდუქტის შექმნისა და დანარგვის
პროცესში;
 შექმნი მომხმარებლის ინტერფეისის დეტალურ აღწერილობას;
 მონაწილეობას მიიღებ პროდუქტის ტესტირების პროცესში;
 მიიღებ აქტიურ მონაწილეობას სფეროს განვითარების იდეების გენერირებაში, გაეცნობი
ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებსა თუ ინოვაციებს და მოამზადებ
პრეზენტაციებს ბაზარზე არსებული ტრენდების შესახებ;

კარგი იქნება რომ გქონდეს:
 პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
 ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით გამოცდილება;
 ეჯაილ გუნდში მუშაობის გამოცდილება;
 რუსული ენის ცოდნა.

სახელფასო განაკვეთი: 1000-2000 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2020 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით
შემდეგ  მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ
პოზიციის დასახელება.
გისურვებ წარმატებას!