საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 13/06/2022 - 25/06/2022
  • ბიზნეს სამყარო
  • საერთაშორისო გაყიდვები
  • საერთაშორისო ანალიტიკა

 

გაინტერესებს? მაშინ ჩვენი ინოვაციური სტაჟირების პროგრამა შენთვისაა! სტაჟირების პროგრამის გავლის შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

- წარმატებული კარიერის დასაწყისი

- მზარდი ანაზღაურება

- პროფესიული ტრენინგები

- გამოცდილ მენტორებთან მუშაობის შესაძლებლობა

- სწავლასთან შეთავსებადი რეალური გრაფიკი

- წვდომა კომპანიის ვაკანსიებზე

- წარმატებული სტაჟიორები ჩაერთვებიან საერთაშორისო საქმიან ვიზიტებში მოლაპარაკებების წარმოების პროცესში

 

სტაჟირების პერიოდში სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ და შეისწავლიან:

  • ექსპორტის მენეჯმენტის პროცესის წარმართვა
  • საექსპორტე ბაზრის იდენტიფიცირება და კვლევა
  • საექსპორტე ბაზარზე შეღწევის სტრატეგიული გეგმის დასახვა
  • საერთაშორისო მოლაპარაკებები და კომუნიკაცია
  • ურთიერთობების დამყარება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
  • კოორდინატორის მიერ დაკისრებული სხვადასხვა ბიზნეს დავალებების შესრულება

 

იმისთვის, რომ გახდე ჩვენი სტაჟირების პროგრამის მონაწილე, აუცილებელია:

  • ფლობდე უცხოურ ენებს
  • იცოდე MS Excel
  • გაგაჩნდეს ძლიერი ანალიტიკური უნარები
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
  • ეფექტური პრეზენტაციის უნარი

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

სამუშაო საათების რაოდენობა: კვირაში მინიმუმ 20 საათი

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადა: 25. 06. 2022

სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე https://bit.ly/3xA6LzD ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.gubeladze@poladissakhli.ge გთხოვთ, მეილის სათაურში (subject-ში) მიუთითეთ დასახელება “სტაჟირების პროგრამა“.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

"ფოლადის სახლი" სამშენებლო მასალების მსხვილი იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანიაა. 2022 წელს განვითარების მაღალი ტემპიდან გამომდინარე, ახალ ეტაპზე გადასვლას, შიდა რეფორმებსა და დიდ გარდაქმნებს გეგმავს. ეს იქნება ჰოლდინგი, რომელიც გარდა რამდენიმე მსხვილი ბიზნეს მიმართულებისა, დაიქვემდებარებს შვილობილ კომპანიებსაც. კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.poladissakhli.ge