საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე შემდეგ რეგიონებში: თბილისი, ქუთაისი, ზესტაფონი, რუსთავი, ბათუმი.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკის პოტენციური მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შეთავაზება და განვადების პროცედურის განხორციელება;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
  • ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
  • მომხმარებლის მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
  • ლოგიკური აზროვნება.

 

ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

 

წარმატებულ თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ 6 თვის შემდეგ კარიერა გააგრძელონ ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციებზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 ივნისი, 2022