საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საქართველოს ბანკი“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტში ეძებს კონსულტანტს

 

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ სტუდენტი/კურსდამთავრებული;
  • ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
  • არ ერიდები შეკითხვების დასმას და სიამოვნებით პასუხობ, როდესაც გეკითხებიან;
  • გაინტერესებს საბანკო სექტორი
  • სურვილი გაქვს გაიუმჯობესო მომსახურებისა და გაყიდვების უნარ-ჩვევები.

 

შენ გექნება შესაძლებლობა:

  • შეხვდე და გაესაუბრო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;
  • დაეხმარო მომხმარებელს გამოიყენოს ბანკის დისტანციური პროდუქტები და დაზოგოს თავისი დრო;
  • გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები, მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ, გააკეთო წარმატებული შეთავაზება და გაყიდო საბანკო მომსახურება;
  • წვლილი შეიტანო თვითმომსახურების დანერგვა-განვითარებისა და გაციფრულების (Digital) პროცესებში.

 

 ჩვენ გთავაზობთ:

  • 4 საათიან სამუშაო განაკვეთს: მონაცვლეობით, 10:00-19:00 პერიოდში
  • 2 კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
  • 6-თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიქსირებულ ხელფასს (200 ლარი ხელზე) + ყოველთვიური ბონუსი (გამომუშავებით).

 

ადგილი სადაც იმუშავებ:

 

სტანდარტული სერვისცენტრი, Express სერვისცენტრი.

 

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.