საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

IBEL აკადემია გთავაზობთ 4 თვიან ინტერსიურ კურსს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის
კურსდამთავრებულებისთვის. კურსის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან
პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ქოუჩინგის ინსტრუმენტებს, ჩაატარებენ სეანსებს
და მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას.

აღნიშული კურსი, რომლის ღირებულებაც 3700 ლარია,  შერჩეული სტუდენტებისთვის
იქნება სრულიად უფასო, ხოლო კურსის დასრულების შემდგომ, საუკეთესო
კანდიდატები ჩაერთვებიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში.

იმისთვის, რომ სტუდენტები ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში და მიიღონ
დასაქმების შანსი, გათვალისწინებულია შემდეგი ეტაპები:
1.      უნივერსიტეტმა უნდა შეარჩიოს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო ან
სამაგისტრო პროგრამის მაქსიმუმ 10 კურსდამთავრებული უმაღლესი GPA-ით;
2.    კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ უნივერსიტეტის (career@tsu.ge ) ან აკადემიის
ელ. ფოსტის მისამართზე(contact@ibel.ge) CV და სამოტივაციო წერილი;
3.      IBEL აკადემია განიხილავს მიღებულ დოკუმენტაციას და შერჩეულ
კანდიდატებთან ჩაატარებს გასაუბრებას;
4.      გასაუბრების შედეგად, თითოეული უნივერსიტეტიდან აირჩევა 2 კანდიდატი,
რომელიც ჩაერთვება აკადემიის პროგრამაში და გაივლის ინტენსიურ კურსს;
5.      4 თვიანი კურსის გავლის შემდეგ, საუკეთესო კანდიდატები სხვადასხვა
უმაღლესი სასწავლებლიდან ჩაერთვებიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში
და დასაქმდებიან IBEL აკადემიაში.

რეზიუმეები მიიღება 5 აგვისტომდე.