საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების და სრულყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (saras.gov.ge) დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას იურიდიული მიმართულებით ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტში.

სამსახურის შესახებ: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას. სამსახური ჩამოყალიბდა 2016 წლის 25 ივნისს და მას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილებისა და რანგის ექსპერტები, ისეთი კვალიფიკაციით როგორიცაა ბრიტანული ACCA, ამერიკული CFA და CPA.

პრაქტიკის შესახებ: პრაქტიკანტს საშუალება ექნება იმუშაოს სამსახურის იურისტებთან და განახორციელოს სამართლებრივი კვლევები, მონაწილეობა მიიღოს სამსახურის უფროსის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, სამსახურის სისტემაში შემოსული განცხადებების/წერილების განხილვაში, სამსახურში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემოწმების პროცესში ხარვეზების შესახებ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში, ასევე, გაიცნოს რეფორმის პროცესში ჩართული დინამიური ახალგაზრდა გუნდი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (cv) და სამოტივაციო წერილი მისამართზე: T.Tsulaia@saras.gov.ge არაუგვიანეს 2020 წლის 21 აგვისტოსა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სამსახურის ვებ-გვერდს: https://www.saras.gov.ge/  .

 

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სამუშაო პროცესის დაწყება იგეგმება 10 სექტემბრიდან.