საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 24/07/2020 - 31/07/2020

კრედო ბანკი

პოზიცია: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
„კრედო ბანკი“ 20 წლიანი ისტორიის მქონე
მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.
კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11
რეგიონში, 74 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ
გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში
განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

 ჯანმრთელობის დაზღვევა;
 ტრენინგები და მასტერკლასები;
 კორპორატიული ღონისძიებები.
გუნდში ვეძებთ პროფესიონალ, მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ,
პოზიტიურ კანდიდატს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში,
სათაო ოფისში.
სამუშაო პოზიციის მიზანი:
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელია სს „კრედო ბანკი“-ს საქმიანობის
შესახებ კონტენტის შექმნასა და განთავსებაზე კომპანიის სოციალურ გვერდსა და სხვა
ციფრულ არხებში სამიზნე აუდიტორიის ინფორმირების და პოტენციურ
მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის მიზნით.
სამუშაო აღწერილობა:
 კომპანიის სოციალური, ვებ. გვერდების რეკლამების და ანალიტიკური
ხელსაწყოების მართვა: რემარკეტინგი, კონვერსიების გაწერა; Funnel-ების აგება;
 კომპანიისთვის ახალი საჭირო ციფრული არხების მოძიება და არსებული არხების
განვითარება;
 ციფრული არხების საშუალებით გაყიდვების მაჩვენებლების ზრდა, გაზომვა,
რეპორტინგი;
 ბანკის ვებგვერდების credobank/mycredo/icredo/credopartner/intranet
ანალიტიკური ხელსაწყოების მართვა;
 კომპანიის ციფრული არხების სრულყოფილი მუშაობის უზრუნველყოფა;
 Google Analytics, Google Tag Manager, Ads Manager, Facebook Business Manager,
Facebook Pixels & Events, Onelink, SimilarWeb, firebase, UTM Tool/One Signal
ანალიტიკა;
 კომპანიის დიზაინერისთვის ციფრული არხებით კომუნიკაციისთვის საჭირო
ვიზუალების შესაქმნელად საჭირო მასალის უზრუნველყოფა და ჩართულობა;
 მიზნობრივ სეგმენტზე შესაბამისი კამპანიების განხორციელება;

 სოციალური ქსელების აუდიტორიის გაფართოება და და სოც. მედია
მარკეტინგის თანამედროვე ტრენდების გამოყენება;
 სხვადასხვა CMS (content management system)-ებთან მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
 უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების განხრით;
 მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
 სოციალური ქსელების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
 ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
 საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
 წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონის უნარები;
 კომუნიკაბელურობა;
 მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
 დროის ეფექტურად მართვა;
 პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
 სისხარტე;
 სტრესულ გარემოში მუშაობა;
 გუნდურად მუშაობა;
 კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება;
 ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ
მისამართზე: cv@credo.ge
სივების მიღების დედლაინი: 31 ივლისი
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელი:
“ციფრული მარკეტინგის მენეჯერი“
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად
დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.