საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფარმაცევტული საწარმო შპს “ავერსი-რაციონალი” აცხადებს ვაკანსიას „კომპიუტერული სისტემების ვალიდაციის მენეჯერის“ პოზიციაზე

 

პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის და  კომპიუტერული  სისტემების აღრიცხვა, შეფასება და ცვლილე(ბე)ბის კონტროლი
  • კომპიუტერული სისტემების ვალიდაციის ჩატარება და მასთან  დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია კომპიუტერული და ინფორმაციული  ტექნოლოგიების განხრით
  • პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში
  • აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

 

აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • დიპლომის ასლი
  • ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლი (არსებობის შემთხვევაში)

 

ზემოაღნიშნული საბუთები წარმოადგინეთ მისამართზე ლილო, დ. კობახიძის 33, 10 სთ-დან 17 სთ-მდე და ადგილზე შეავსეთ “ანკეტა”:

      ან გამოგზავნეთ CV  მისამართზე info.rational@aversi.ge

 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.