საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 06/05/2022 - 25/05/2022

ორიენტ ლოჯიკი იწყებს სტაჟირების პროგრამას ახალი თაობისთვის „OL Genz”, რომლის მიზანი სხვადასხვა მიმართულებაში მოღვაწე, IT სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ექსპერტული და პრაქტიკული ცოდნის მიღება და შესაბამისი კომპეტენციების განვითარებაა.

 

სტაჟირების საშუალებით ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა მოხვდნენ რეალურ სამუშაო გარემოში, გამოიყენონ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, გამოავლინონ საკუთარი უნარები და ისწავლონ ახალ გარემოსთან ადაპტირება.

 

სტაჟირების პროგრამის ხანგძლივობა 3-6 თვემდეა, პროგრამის ფარგლებში შეირჩევიან ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ჩაერთვებიან ორიენტ ლოჯიკის საქმიანობაში, აღნიშნული მიმართულებებია:

  • IT უსაფრთხოება
  • გაყიდვები ოპერაციები
  • ტრენინგების კოორდინაციის მიმართულება
  • ადამიანური კაპიტალის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულება

 

რას ვთავაზობთ დაინტერესებულ ახალგაზრდებს?

✔️ ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას საქართველოში წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში;

✔️ მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;

✔️ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;

✔️ სასიამოვნო, მეგობრულ, სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

✔️ დასაქმების შესაძლებლობას;

 

შემოგვიერთდი! ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ  პირებს, რომლებსაც აინტერესებთ ინოვაცია ტექნოლოგიები.

 

  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, სწავლასთან შეთავსებით;
  • შერჩევის პროცესი: განაცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ შერჩევა მოხდება ეტაპობრივად.

 

თქვენთვის საინტერესო პოზიციისთვის მიჰყევით ბმულს.

https://www.olgenz.com/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/categories/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90-ol-genz