საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 05/05/2022 - 05/06/2022

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

 

დაწყების თარიღი: 05 მაისი 2022

 

დასრულების თარიღი: 05 ივნისი 2022

 

ვაკანსია გამოცხადებულია იურიდიულ დეპარტამენტში.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სამართალმცოდნეობის ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით);
  • მნიშვნელოვანი სამართლის დარგების ცოდნა, როგორიცაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, შრომის კოდექსის, კორპორატიული სამართლის -  მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის ცოდნა;
  • აუდიტორულ ან/და იურიდიულ კომპანიაში უფროს იურისტად/იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ყველა ინსტანციის სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში (საჯარო რეესტრი და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოები ჩაითვლება უპირატესობად) საქმის წარმოების გამოცდილება;
  • იურიდიული სამსახურის მართვისა და ხელმძღვანელობის უნარები, პრობლემის გადაჭრისა და სიღრმისეული ანალიზის უნარები, სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა და ორგანიზება, წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა - B2 დონე (ვერბალური, წერითი), რუსული ენა - სასურველია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია;

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება და მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის ნოტარიუსთან და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა/რეგისტრაცია;
  • სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების მომზადება, ხელშეკრულების მხარესთან მოლაპარაკების პროცესში ჩართვა და კომპანიის ინტერესების დაცვა;
  • წერილების, ბრძანებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება;
  • საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათი კომპანიისათვის გაცნობა/დანერგვის პროცესში მხარდაჭერა;
  • კომპანიის კლიენტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
  • შრომით-სამართლებრივ საკითხებში კომპანიის მხარდაჭერა;
  • აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება;
  • კომპანიის კლიენტების ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში ან/და ნებისმიერ მესამე პირ(ებ)თან;
  • სასამართლო სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების, შუამდგომლობებისა და სასამართლო დავებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
  • კომპანიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ. #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.

 

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.