საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 05/05/2022 - 05/06/2022

დაწყების თარიღი: 05 მაისი 2022

 

დასრულების თარიღი: 5 ივნისი 2022

 

Ecovis Georgia პარტნიორი კომპანიისთვის (ჰოლდინგური კომპანია, ინდუსტია - მშენებლობა) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.  

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • არსებული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
  • ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
  • ფინანსური უწყისების შედგენა;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
  • ჯგუფის და მასში შემავალი კომპანიების მომგებიანობის ანალიზი;
  • საოპერაციო ხარჯების აღრიცხვა და რეპორტინგი;
  • კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი;
  • აუდიტის პროცესში აუდიტებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და პროცესში აქტიურად ჩართულობა;
  • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა და პროცედურების დაცვაზეკონდოლის უზრუნველყოფა;
  • დებიტორ-კრედიტორების, ნაღდი ფულის და საბრუნავი კაპიტალის რეპორტინგის შემუშავებაში ჩართულობა და პერიოდული ანალიზი;
  • სტატისტიკის და მონაცემთა ანალიზის/დამუშავების ტექნიკების ცოდნა.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • პრიორიტეტულია ფინანსური ბიუჯეტის მომზადების გამოცდილება;
  • ბუღალტრული პროგრამების ცოდნა და ERP სისტემაში მუშაობა ფინანსური/საოპერაციო რეპორტების მომზადების მიზნით.
  • სასურველია ანალიტიკური პროგრამების ცოდნა (Qlik, Power BI, Tableau…);
  • სასურველია ACCA-ს მინიმუმ პირველი და მეორე დონის სერთიფიკატები;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა Excel-ის პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • დროის დაგეგმვის უნარი;
  • ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 2
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • სამუშაო  ლოკაცია: ქ. ბათუმი

 

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

წერითი დვალება:

ხანგრძლივობა: 40 -50 წუთი

წერითი დავალების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში

გასაუბრება - პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge

 

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge