საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 03/05/2022 - 13/05/2022

შპს “ჰიდროდიაგნოსტიკა”, წამყვანი ქართული კომპანია საკონსულტაციო, საინჟინრო და ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სფეროში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე.

 

კომპანია დაარსდა 2005 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:

• განახლებადი ენერგია და ჰიდროენერგეტიკა;

• ინფრასტრუქტურული პროექტები;

• წყლის რესურსები, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება

• საინჟინრო-სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი

• ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დიაგნოსტიკა და უსაფრთხოების ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემები;

• გეო-ეკოლოგიური საფრთხეების შესწავლა, მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილების სისტემები;

• წყლის რესურსები - ჰიდრო-მეტეოროლოგია და ჰიდრომეტრია;

 

ძირითადი მოვალეობები:

• საინჟინრო პროექტების შემუშავება, მათ განვითარებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

• საინჟინრო გუნდთან მუშაობა პროექტის გეგმის შემუშავებაში. პროექტის ბიუჯეტის, კალენდარული გეგმა-გრაფიკის, ცოცხალი ძალის, მასალების და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრა;

• პროექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების, კომპონენტების და სისტემების შერჩევა, აწყობა-ტესტირება, საველე სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება-ზედამხედველობა და ექსპლუატაციაში გაშვება;

• მონიტორინგის სისტემების გამართული/საიმედო მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა, შესაძლო გაუმართაობის-დეფექტების აღმოფხვრა და მწარმოებლის ტექნიკურ სამსახურებთან მჭიდრო კომუნიკაცია;

• საველე კვლევით-გაზომვით ექსპედიციებში მონაწილეობა და სხვადასხვა ანალიტიკურ(საინფორმაციო)-გამზომი ხელსაწყოების გამოყენება

 

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (სამოქალაქო და ჰიდროინჟინერია, გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები; გეოლოგია, გეოფიზიკა ან ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია) მიმართულებით, შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან მაგისტრანტი;

• აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

• სასურველია მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა (მაგ: Tableau, MS Power BI, MS Excel, Matlab…)

• სასურველია AutoCAD-ის, GIS, და/ან სხვა საინჟინრო, მოდელირების, გრაფიკული დამუშავების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

 

შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას შესაძლებლობა მიეცემათ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაესწრონ სხვადასხვა ტრეინინგებსა და საერთაშორისო სემინარებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და დასაქმდნენ კომპანიაში.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hydrodiagnostics.ge