საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 04/05/2022 - 10/05/2022

თუ გიყვარს მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, მათი ტექნიკური დამუშავება, მაშინ „ეისითი“-ს მიერ გამოცხადებული ვაკანსიაც - მონაცემთა ბაზების სპეციალისტის პოზიციაზე, იქნება შენთვის საინტერესო.

 

ეისითი ეძებს მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების მქონე, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა ეისითის მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან ერთად აკეთოს სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული საინტერესო კვლევითი პროექტები, სადაც  მისი, როგორც მონაცემთა ბაზების სპეციალისტის მთავარი ამოცანა იქნება  კვლევის ფარგლებში მონაცემთა წმენდა, ორგანიზება და Output-ების მომზადება.

 

რისი გაკეთება მოგიწევს?

  • მონაცემთა წმენდა და ბაზების ტექნიკური დამუშავება (Syntax, Cleaning, Calculations);
  • მონაცემთა ორგანიზება და Output-ებისთვის მომზადება (Labels, Data Management);
  • Output-ების მომზადება / აღწერითი სტატისტიკური ანალიზი;
  • ჰიპოტეზის ტესტირების განხორციელება (Perform Hypothesis Testing: Chi square, Independent samples T-tests, Paired samples T-tests, One-Way ANOVA);
  • საჭიროების შემთხვევაში ფორმების აგება (სხვადასხვა პროგრამაში, რომელსაც ჩვენთან ისწავლი);
  • საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული ფორმის ტესტირების პროცესის მართვა: ტესტირების დაგეგმვა, შედეგების მიღება და ელექტრონულ ფორმაში ასახვა;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა მოგროვების პროცესის მხარდაჭერა: ქვოტები/შერჩევის ბაზები/ტექნიკური რეპორტინგი;

 

რა ცოდნა დაგჭირდება?

  • სტატისტიკა, სოციოლოგია, ეკონომეტრია ან მათემატიკა(BA)
  • ინგლისური ენა (B1)
  • რუსული ენა (B1)
  • აღწერითი სტატისტიკის ცოდნა
  • მონაცემთა ბაზების მართვის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა
  • კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნა
  • SPSS-ის (Cleaning, Data Management) მაღალ დონეზე ცოდნა
  • SPSS-ის (Desc. Statistics, Outputs) მაღალ დონეზე ცოდნა
  • Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა

 

რა სამუშაო გამოცდილება დაგჭირდება?

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ბაზების და აღწერითი სტატისტიკის მიმართულებით
  • მონაცემთა წყაროებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

 

რა უნარები დაგეხმარება შენი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?       

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • თვითორგანიზებულობა
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვა
  • შედეგზე ორიენტირებულობა

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8

 

ეისითი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს დაარსდა საქართველოში  და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. პროფესიონალთა გუნდი ეისითის ყველაზე ღირებული აქტივია. ACT კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს  ეისითიში 100-მდე  მუდმივი და 1000-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს. 

 

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com

 

დაინტერესების შემთხვევაში  გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2022 წლის 10 მაისის ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

გისურვებ წარმატებას!