საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია აერთიანებს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს  (www.loialte.com.ge) და ტრენინგ ცენტრს (https://erudio.ge/ka)

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციების ფარგლებში;
  • დაგეგმილი გაყიდვების კამპანიების შესრულებისთვის საჭირო ღონიძიებების გატარება;
  • არსებული ბაზების მართვა - შეთავაზების სტრატეგიის განსაზღვრა და  როგორც მიმდინარე, ასევე, ძველ ტრეინინგებზე დარეგისტირებულ მომხმარებელებთან შესაბამისი შეთავაზებების წარმოება;
  • იმეილ მარკეტინგის მართვა;
  • მომხმარებლის მიერ გაზიარებული უკუკავშირის მონიტორინგი;
  • ფიზიკური და ონლაინ ტრენინგების/კურსების მონიტორინგი;
  • ტრენინგების ორგანიზების პროცესში ჩართულობა;
  • ადმინისტრაციული პროცესის კოორდინირება (მათ შორის და არამხოლოდ - მონაწილეებისთვის ხელშეკრულებების და სერთიფიკატების მომზადება).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან/და სხვა მონათესავე მიმართულებებით;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიული, შემოქმედებითი წერის უნარი.

 

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: ani.nozadze@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ.