საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია “BDO HR & Payroll”, ადამიანური რესურსებისა და ხელფასის ადმინისტრირების მომსახურების მიმწოდებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და სამეურნეო მენეჯერის პოზიციაზე კომპანია Twins Wine House-თვის.

 

ვაკანსიის დასახელება     -  ლოჯისტიკისა და სამეურნეო მენეჯერი

ადგილმდებარეობა      -    თბილისი (აფაქიძის ქ. N5, ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

სამუშაო საათები       -   სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 19:00

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად წარმართვა;
  • კომპანიისთვის ავეჯის, ინვენტარის და სხვა საჭირო მასალების ოპტიმალურ ფასში მოძიება, შესყიდვა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე შეკვეთების კონტროლი;
  • სამუშაოსთან დაკავშირებუბლ რთულ არასტანდარტულ შემთხვევებზე დროული რეაგირება და აღმოფხვრა;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და მასალების აღრიცხვა - შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების, სანიტარული ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ლოჯისტიკისა და ბიზნესის მიმართულებით)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

   

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR_Payroll@bdo.ge გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ „ლოჯისტიკისა და სამეურნეო მენეჯერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 08.05.2022

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.