საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი ჰოლდინგური ტიპის კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან, ეძებს კანდიდატებს მონაცემთა მართვის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ფლობთ  ინგლისურ  ენას თავისუფლად და  ასევე ექსელს  მაღალ დონეზე და  გსურთ დასაქმება, გაქვთ სუვილი, რომ შეუერთდეთ წარმატებული კომპანიის გუნდს, გქონდეთ სტაბილური, გრძელვადიანი სამსახური და მიიღოთ საერთაშორისო კლიენტთან მუშაობის გამოცდილება, აუცილებლად გამოაგზავნეთ რეზიუმე.

ვაკანტური პოზიციის დასახელება: მონაცემთა მართვის უმცროსი მენეჯერი;
ადგილმდებარეობა: თბილისი;
სფერო: მომსახურების სფერო
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი; ( ასევე საღამოს ცვლა 19:00 – 00:00 საათამდე )
ანაზღაურება: 1200 ნეტი

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16.05.2022

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

  • ინგლისური  ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა
  • პლიუსად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით

 

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

  • პარტნიორ კომპანიასთან ეფექტიანი და პროდუქტიული ურთიერთობის დამყარება;  
  • პარტნიორი კომპანიის პროდუქციის მონაცემთა მართვა (მოძიება, დამუშავება, სისტემატიზაცია)


პიროვნული უნარები:

  • მიზანდასახული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • სხარტი აზროვნება;
  • სტრესულ გარემოში სწრაფად ადაპტირებადი;


დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:

  • ჩვენი პარტნიორი აფართოვებს გუნდს და ეძებს გრძელვადიან თანამშრომლებს. კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს ყველა საჭირო ცოდნითა და ინვენტარით. კომპანიის გუნდი უზრუნველყოფს მხარდამჭერ მომსახურებას ერთ-ერთი საერთაშორისო და წამყვანი პროდუქტის რელიზატორი პლათფორმისთვის.

 

  • ტექნიკური მხარდაჭერა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე s.karchkhadze@hrspace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ეიჩარ სფეისისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.


გისურვებთ წარმატებას!