საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია“BDO HR & Payroll”, ადამიანური რესურსებისა და ხელფასის ადმინისტრირების მომსახურების მიმწოდებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი კომპანიისთვის, ტურიზმისა და მეღვინეობის სფეროში.

 

ვაკანსიის დასახელება   -   მაღაზიის მენეჯერი

ადგილმდებარეობა        -   თბილისი (აფაქიძის ქ. N5, ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

სამუშაო საათები            -   სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 19:00

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული პერსონალის ხელმძღვანელობა;
  • პრობლემურ მომხმარებლებთან საკითხების მოგვარება;
  • სავაჭრო ობიექტზე მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
  • სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფისა და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი. საჭიროების მიხედვით შეკვეთის გაფორმება შესაბამის სამსახურთან;
  • შესყიდული საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • სავაჭრო ობიექტზე არსებული პროდუქციის კონტროლი, პერიოდული აღრიცხვა და ფინანსური სამსახურისთვის მიწოდება;
  • სავაჭრო ობიექტზე არსებული ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის პროდუქტის (ღვინის) გაცნობა/არჩევაში დახმარება, დეგუსტაციის ჩატარება და კონსულტაცია;
  • შემოსავლების სამსახურის პორტალზე მუშაობა (RS.ge)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით)
  • გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (უმჯობესი იქნება ტურიზმის და მეღვინეობის მიმართულებით);
  • სასურველია ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ღვინისა და მეღვინეობის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • RS-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

   

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილგანწყობილი და კომუნიკაბელური
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად  გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR_Payroll@bdo.ge გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ „მაღაზიის მენეჯერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 08.05.2022

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.