საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია “BDO HR & Payroll”, ადამიანური რესურსებისა და ხელფასის ადმინისტრირების მომსახურების მიმწოდებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი კომპანიისთვის, ტურიზმისა და მეღვინეობის სფეროში.

 

ვაკანსიის დასახელება  -   ოფის მენეჯერი

ადგილმდებარეობა      -    თბილისი (აფაქიძის ქ. N5, ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

სამუშაო საათები         -    სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 19:00

 

  ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელ. წერილებზე პასუხის გაცემა და შესაბამისი პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება;
  • სტუმრების/ვიზიტორების მიღება(მათ შორის უცხოენოვანი პირები) და შეხვედრების ორგანიზება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის შესაბამის ბაზებში აღრიცხვა;
  • წერილების, პრეზენტაციებისა და რეპორტების შაბლონების მომზადება;
  • მენეჯმენტის შეხვედრაზე დასწრება და ოქმების შედგენა;
  • საოფისე ნივთებისა და ავეჯის განახლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ლოჯისტიკის დეპარტამენტისთვისდა შესაბამისი ბიუჯეტის კონტროლი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • საოფისე პროგრამებთან  მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა(როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი კომუნიკაცია);
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

   

პიროვნული თვისებები:

  • თავაზიანი და კეთილგანწყობილი
  • ორგანიზებული
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზვანოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR_Payroll@bdo.ge გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ „ოფის მენეჯერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 08.05.2022

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.