საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კრედო ბანკის
ვაკანსია

პოზიცია: IFRS რეპოტინგის განყოფილების უმცროსი ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
„კრედო ბანკი“ 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური
ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 74
ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო
გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:
 ჯანმრთელობის დაზღვევა;
 ტრენინგები და მასტერკლასები;
 კორპორატიული ღონისძიებები.
გუნდში ვეძებთ დამწყებ, მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ
კანდიდატს IFRS რეპოტინგის განყოფილების უმცროსი ოფიცერის პოზიციაზე
თბილისში, სათაო ოფისში.
სამუშაო პოზიციის მიზანი:
ეროვნული ბანკისთვის რეპორტების მომზადება შესაბამისი სტანდარტებით.
სამუშაო აღწერილობა:
რეპორტები
სებსტატის რეპორტების მომზადება და გაგზავნა:

o FID (დღის ფინანსური რეპორტი) - ყოველდღიური;
o FIM (თვის ფინანსური რეპორტი) - თვეში ერთხელ;
o PCS (რეპორტი საბანკო ბარათებთან დაკავშირებით) - თვეში
ერთხელ;
o MTR (რეპორტი ფულად გზავნილებთან დაკავშირებით) - თვეში
ერთხელ;
o FEX (რეპორტი სახაზინო გარიგებებთან დაკავშირებით) - თვეში
ერთხელ;
o CSH (რეპორტი საკასო ოპერაციებთან დაკავშირებით) - თვეში
ერთხელ;
o BTR (საბანკო გადარიცხვებთან/ჩარიცხვებთან დაკავშირებული
რეპორტი);
o სებსტატის ე.წ.“FAS” კითხვარის შევსება.
 დეპოზიტების დაზღვევის რეპორტი;
 სტატისტიკის რეპორტი
 ეროვნული ბანკის რეპორტების ავტომატიზაცია, რეპორტებში
ცვლილებების საჭიროებისას ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;

 ეროვნული ბანკის არაგეგმიური მოთხოვნების დროს შესაბამისი
ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
 გარე აუდიტის შემოწმებისას მოთხოვნილი ინფორმაციების მოძიება,
დამუშავება და მიწოდება.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
 უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებში;
 ინგლისური ენის ცოდნა;
 ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
 დეტალებზე ორიენტირებული;
 კომპიუტერული უნარების ფლობა, მათ შორის Microsoft Word, Excel
 Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა, მათ შორის მონაცემთა ანალიზის
საშუალებების (შემაჯამებელი ცხრილები, ფილტრები, ფინანსური
ფორმულები და ა.შ.) ცოდნა;
 ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური საკითხების
საბაზისო დონეზე ცოდნა (ბალანსი, საშემოსავლო უწყისი, ფულადი
სახსრების უწყისი, ფინანსური მაჩვენებლები);
 დავალებათა სიმრავლისთვის თავის გართმევისა და სტრესულ
სიტუაციებში მუშაობის უნარი;
 დავალებების გაწერილ ვადებში დასრულების და კომპლექსური ვადების
გრაფიკის დაცვის უნარი;
 ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობის უნარი.

კანდიდატები განიხილებიან სამუშაო გამოცდილების გარეშეც, თუ ფლობენ ზემოთ
ჩამოთვლილ უნარებს, რეპორტების გაკეთებას ვასწავლით ადგილზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ მისამართზე:
cv@credo.ge
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - IFRS
რეპოტინგის განყოფილების უმცროსი ოფიცერი.
სივების გამოგზავნა შეგიძლიათ 26 ივლისის ჩათვლით.