საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია “BDO HR & Payroll”, ადამიანური რესურსებისა და ხელფასის ადმინისტრირების მომსახურების მიმწოდებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოპერატორის პოზიციაზე ერთ-ერთი კომპანიისთვის, ტურიზმისა და მეღვინეობის სფეროში

 

ვაკანსიის დასახელება   -  ფინანსური ოპერატორი

ადგილმდებარეობა       -    თბილისი (აფაქიძის ქ. N5, ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

სამუშაო საათები           -  სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 19:00

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება;
  • შემოსავლების სამსახურის პორტალზე მუშაობა: დოკუმენტაციის ატვირთვა/ჩამოტვირთვა, ზედნადების გამოწერა და ა.შ.
  • ბუღალტერიასთან კოორდინაცია - მათთვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება და მიწოდება;
  • ფინანსური დოკუმენტაციის (ინვოისების) წარმოება;
  • ანალიტიკური ინფორმაციის ამოღება სხვადასხვა სისტემებიდან და შესაბამისი დამუშავება (ბუღალტრული ბაზა, Optimo, Arealy);
  • ფინანსური ინფორმაციის მიმოცვლა ბიზნეს პარტიორებთნ, მომწოდებლებთან, მყიდველებთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია RS-თან მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბუღალტერიის, ფინანსური მართვისა და ბიზნესის მართვის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;

   

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR_Payroll@bdo.ge გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ „ფინანსური ოპერატორი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 08.05.2022

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.