საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის შიდა დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების პირველადი პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
  • კომპანიის პროცესების, პოლიტიკების და რეგულაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილება;
  • კომპანიის მმართველობითი და სამეთვალყურეო ორგანოების საბჭოების კრებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სამართალმცოდნეობის მიმართულებით);
  • სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა  (მინიმუმ B2 დონეზე);
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge
 

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟირება კორპორაციული სამართლის მიმართულებით). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 13 მაისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/