საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 28/04/2022 - 10/05/2022

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos,  Lipton,  Calve,  Algida,  Persil,  Perwoll, Palette,  Gliss Kur,  Syoss, Fa,  Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა) 


ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე:  www.sharm.ge

 

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ აცხადებს ოფის მენეჯერის ვაკანსიას:

 

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი:  სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00სთ)

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის კანცელარიის მართვა
  • შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა
  • სატელეფონო ზარებსა და  ელექტრონული ფოსტაზე დროული რეაგირება, პასუხის გაცემა და შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება
  • ოფისში მოსული ნებისმიერი სტუმრის დახვედრა და შესაბამისი დახმარების გაწევა
  • სხვადასხვა სახის შეხვედრების, თათბირების, მივლინებების, სტუმრების ვიზიტების შეთანხმება და ორგანიზება
  • სხვადასხვა სახის დოკუმენტების, ცნობების, ბრძანებების მომზადება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა
  • ოფისის უზრუნველყოფა ყველა საჭირო საკანცელარიო და ტექნიკური/სამეურნეო ინვენტარით
  • ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამათავრებელი კურსის სტუდენტი
  • ინგლისური ენის  საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

დამატებითი უნარები:

  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • თავაზიანობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

 

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

 

დაინტერესებულმა  პირებმა გამოაგზავnეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge  გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ოფის მენეჯერი“

 

სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგ“-ში  თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

 

„შარმ ტრეიდინგი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

გისურვებთ წარმატებას!!!