საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 27/04/2022 - 10/05/2022

თანამდებობის დასახელება    -      მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება           -     შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტორი

კონკურსის ტიპი                     -     ღია კონკურსი

ორგანიზაცია                           -      საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

 

კატეგორია          -      შიდა აუდიტი

განცხადების ბოლო ვადა     -   10.05.2022

თანამდებობრივი სარგო      -     2310 ლარი

ადგილების რაოდენობა       -       1

სამსახურის ადგილმდებარეობა   -  თბილისი

სამუშაოს ტიპი   -   სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა   -   12 თვე

 

ფუნქციები

• შიდა აუდიტორული შემოწმების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება ეთიკის კოდექსის და მეთოდოლოგიის შესაბამისად;

• იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებაში მონაწილეობა;

• აუდიტორული შემოწმების ფარგლებში აუდიტის ობიექტის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება, მათი მართვის პროცესის ანალიზი და შეფასება;

• აუდიტის ობიექტში რისკის მართვის, კონტროლის და მართვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების გზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

• აუდიტორული შემოწმების პროცესში მტკიცებულებების მოძიება, დოკუმენტირება, ინტერვიუების ჩატარება, კითხვარებისა და სამუშაო დოკუმენტების შემუშავება, აუდიტორული ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;

• შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

• შემოსული წერილების, შეტყობინებების და განცხადებების კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და დროული რეაგირება;

• დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;

• დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

 

მოთხოვნები

  • მინიმალური განათლება    -    ბაკალავრი
  • სამუშაო გამოცდილება      -   2 წელი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული