საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 15/07/2020 - 15/08/2020

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG)
ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. „Global Benefits Group”
ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ
ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის
საფონდო ბირჟაზე.
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს სტაჟირებას სადაზღვევო რისკების მართვის მიმართულებით.
სტაჟირება არის არაანაზღაურებადი. სადაზღვევო საქმიანობით დაინტერესებულ, მოტივირებულ და
საუკეთესო შედეგების მქონე სტაჟიორებს მიეცემათ დასაქმების შესაძლებლობა.
მისამართი: ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. No5
ძირითადი მოვალეობები:
• რისკების იდენტიფიცირების და შესწავლის პროცესებში მონაწილეობა;
• მონაცემთა ბაზის დამუშავებაში მონაწილეობა;
• ბაზრის შესწავლის პროცესში მონაწილეობა;
• ზემოთაღნიშნულთა საფუძველზე არსებული პროდუქტის განვითარების და ახალი პროდუქტების
შემუშავების პროცესებში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, როგორც სამართალმცოდნეობის, ასევე
ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების/ზუსტი მეცნიერებების განხრით;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის სასურველია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმალური B2 დონე)
უნარ-ჩვევები:
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე ორიენტირება;
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სადაზღვევო სფეროსადმი ინტერესი, ჩვენ
გთავაზობთ:
• საინტერესო და გამოწვევებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
• პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს;
• მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
• ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ.
ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ სტაჟირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია
უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გისურვებთ წარმატებას!