საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 27/04/2022 - 10/05/2022

პოზიციის დასახელება: კვლევის მონაცემთა ანალიტიკოსი

 

სპეციალიზაცია: შერჩევის დიზაინის შემუშავება და მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის განხორციელება

 

თუ გიყვარს მონეცემთა ბაზებთან მუშაობა, მათემატიკა, კარგად იცი სტატისტიკა და ალბათობის თეორია, მაშინ ეისითის ვაკანსია კვლევის მონაცემთა ანალიტიკოსი იქნება შენთვის საინტერესო. როგორც კვლევის მონაცემთა ანალიტიკოსს, შენ გექნება საშუალება მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდთან ერთად მიიღო მონაწილეობა შერჩევის დიზაინის აგებაში და მონაცემთა შეწონვის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში.

 

ჩვენ ვეძებთ განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც ამავე დროს სისტემური და თვითორგანიზებულია. კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შეუძლია სწრაფი რეაგირება და მათ მოთხოვნების გათვალისწინება, მოქნილი გადაწყვეტილებების მიღება, დედლაინების დაცვა, გუნდისთვის და კომპანიისთვის საუკეთესო შედეგების მოტანა.

 

რისი გაკეთება მოგიწევს?

  • შერჩევის მეთოდოლოგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
  • კონკრეტული შერჩევის იმპლემენტაცია
  • შერჩევის საკითხებთან დაკავშირებით კვლევითი და საველე გუნდის მხარდაჭერა
  • მონაცემთა შეწონვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
  • შერჩევისა და შეწონვის დოკუმენტაციის მომზადება
  • შერჩევისა და მონაცემთა შეწონვისთვის ინფორმაციის გამოთხოვა საჯარო თუ კერძო საინფორმაციო წყაროებიდან (Geostat, ბიზნეს კატალოგები და სხვა)

 

რა ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდება?

  • მათემატიკის, სტატისტიკის ან მონათესავე სპეციალობაში ბაკალავრის ხარისხი, მაგისტრატურა ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენა (B2)
  • რუსული ენა (B1)
  • შერჩევისა და მონაცემთა შეწოვნის მეთოდოლოგიის ცოდნა
  • მონაცემთა ბაზების დამუშავებისა და მართვის პრინციპების ცოდნა
  • კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნა
  • აღწერითი სტატისტიკის ცოდნა
  • მაღალი დონის სტატისტიკის საბასიზო დონეზე ცოდნა
  • Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • SPSS-ის ცოდნა
  • STATA -ს ცოდნა
  • R-ის ცოდნა
  • სასურველია კანდიდატს გააჩნდეს სამუშაო გამოცდილება შერჩევის, სტატისტიკური ანალიზის ან კვლევის მონაცემთა ანალიტიკოსის მიმართულებით.

 

რა უნარები დაგეხმარება შერჩევის სპეციალისტის სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?

  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მეთოდოლოგიია გაწერის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი 
  • კომუნიკაციის უნარი 
  • დროის ეფექტურად მართვა

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8

 

ეისითი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს დაარსდა საქართველოში  და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. პროფესიონალთა გუნდი ეისითის ყველაზე ღირებული აქტივია. ACT კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს  ეისითიში 100-მდე  მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს. 

 

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com

 

დაინტერესების შემთხვევაში  გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2022 წლის .... ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე).


"ეისითი"-ში პერსონალური თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

გისურვებ წარმატებას!