საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია „მადარტი“ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის  უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. 

 

კომპანია „მადარტი“  მსურველებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში!

 

მდებარეობა: თბილისი (ბელიაშვილის 145)

სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 18:00

ანაზღაურება: 350 ლარი

 

სტაჟირების პროცესში საშუალება გექნებათ  მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება:

** HR ადმინისტრირების პროცესში მონაწილების მიღება;

** შერჩევის პროცესში ჩართულობა;

** თანამშრომელთა სამუშაო აღრიცხვის ცხრილების შემოწმება;

** სხვადასხვა HR პროცესში მონაწილეობის მიღება

 

კონკურსში მონაწილების მისაღებად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 26 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge. გთხოვთ “subject” ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

კომპანია მადარტი გისურვებთ  წარმატებას!