საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 15/04/2022 - 21/04/2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  საბაკალავრო საფეხურის მე-2, მე-3, მე-4  ან  სამაგისტრო კურსის სტუდენტებს ნავთობისა და გაზის, მექანიკური და ელექტრო ინჟინერიის, გეოლოგიის, ქიმიის, ტრანსპორტირების, ენერგეტიკის, სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს რუმინულ ენერგო კომპანიაში 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას აძლევს. სტაჟირების პერიოდი - მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტო.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატს მოეთხოვება:

  • ჩაბარებული სასწავლო გამოცდების 100%იანი მაჩვენებელი;
  • თითოეულ ჩაბარებულ გამოცდაში არანაკლებ 8/80/B  ქულა;
  • მაღალი მოტივაცია, გუნდური მუშაობის უნარი, მიზანსწრაფულობა, შედეგზე ორიენტირებულობა,  მაღალი პასუხიმგებლობა და ციფრული უნარები;
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

  • CV
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტიდან, გაცემული აკადემიური პერსონალის მიერ;
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (სრული).
  • კანდიდატები შეირჩევიან ინგლისურენოვანი  წერითი დავალებით და გასაუბრებით.

 

დაინტერესებულმა პირებმა მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ მიმდინარე წლის 21 აპრილის ჩათვლით ელ. ფოსტაზე: konkursi@moesd.gov.ge .