საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რედიქს ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის (პარალეგალის) პოზიციაზე, რომლის ფუნქციები იქნება:

 

  • მინდობილობების, პარტნიორის გადაწყვეტილებების და უფლებამოსილების დამდგენი სხვა დოკუმენტების დრაფტებზე მუშაობა, ნოტარიუსთან ურთიერთობა, საჯარო დაწესებულებებეთან ურთიერთობა, საჭიროებისამებრ;
  • სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების, განცხადებების, წერილების, ბრძანებების ტექსტების მომზადება;
  • იჯარის ხელშეკრულებებზე, ნარდობის ხელშეკრულებებზე და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა;
  • უძრავი ან მოძრავი ქონების ნასყიდობა/რეალიზაციის ხელშეკრულებებზე მუშაობა;
  • საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მოძიება, რეგულაციების და კანონების მოძიება/კვლევა, ცვლილებების გაცნობა და რეპორტების მომზადება;
  • დოკუმენტბრუნვა - ადმინისტრაციული ან  სასამართლო დავებისათვის დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით; მაგისტრატურის სტუდენტი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სტაჟირება ან კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;

 

პირველი 6 თვე წარმოადგენს გამოსაცდელ ვადას.

 

ხელზე ასაღები ხელფასი 700 ლარი, რომელიც შესაძლებელია გაიზარდოს სტაჟისა და კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.

 

გთხოვთ, წინამდებარე ვაკანსიას გამოეხმაუროთ მიმდინარე წლის 20 აპრილის ჩათვლით, თქვენი cv გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: geoinfocompany@gmail.com, ხოლო წერილში სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.