საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2009 წლიდან, კომპანია "ნუტრიმაქსი" წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა, მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვები.

 

კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.

 

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

მოვალეობები:

** ხარისხიანი პროდუქტის წარმოების პროცესის კონტროლი;

** წარმოებაში მიმდინარე პროცესების კონტროლი/დაკვირვება/დასწრება და შესაბამისი ფორმების შევსება;

** წარმოების მუშაობის პროცესში შეუსაბამოების აღმოჩენა/დაფიქსირება/მოკვლევა;

** წარმოების პროცესებზე რეპორტების წარმოება.

 

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (საბუნებისმეტყველო მიმართულებები, მათემატიკა);

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;

** აუცილებელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაზისო ცოდნა - ქიმია, ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია;

** სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების კონტროლის სპეციალისტი".