საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე.

 

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.

 

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/

Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

 

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ვეტერინარი/ზოოტექნიკოსის პოზიციაზე:

 

რა ცოდნას / გამოცდილებას მიიღებ?

** სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და ფრინველთა კვების მოვლა- შენახვის შესახებ ინფორმაცია;

** ფერმებში საველე ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;

** ფერმების მართვის მეთოდოლოგიის შესწავლა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიღება;

** სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და ფრინველთა კვების პროდუქტების პორტფელის შესწავლა;

** სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და ფრინველთა კვების პროდუქტების შესახებ მუდმივი სიახლეების გაცნობა/ გაზიარება.

 

მოთხოვნები:

** ვეტერინარია/ზოოტექნიკოსის მიმართულებით უმაღლესი/არასრული/პროფესიული განათლება;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული ენის) -B2 დონეზე ცოდნა;

** სფეროს მიმართ ინტერესი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"ვეტერინარი/ზოოტექნიკოსის სტაჟიორი".