საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 06/07/2020 - 15/07/2020

რეკრუტინგული და საკონსულტაციო კომპანია HR SPACE-ი, პარტნიორი, წამყვანი
კვლევითი ორგანიზაციისთვის საქართველოში, ეძებს კანდიდატს თვისობრივი
მკვლევარი-მოდერატორის პოზიციზე.

მათთვის, ვინც დაინტერესებულია გამოცდილების გაღრმავებით აღნიშნულ სფეროში და
აინტერესებს ძლიერ კომპანიაში, ერუდირებულ თანამშრომლებთან ერთად მუშაობა,
სამომავლო კარიერული განვითარების მიზნით, დამსაქმებელი, მსგავს ადამიანს
სიამოვნებით მიესალმება და მიიღებს საკუთარ გუნდში!

სამუშაო განრიგი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1500-2500 + KPI (ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის
გამოცდილებიდან)
რეზიუმეების მირების ბოლო ვადა: 15.07.2020

აუცილებელი მოთხოვნები:

 უმაღლესი განათლება, სასურველია განწყობითი ან ორგანიზაციული და
სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით;
 აუცილებელია თვისობრივი კვლევების განხორციელების ან მოდერატორის
პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
 აუცილებელია თვისობრივი კვლევების ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
 ფოკუს ჯგუფებთან მუშაობისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების
გამოცდილება;
 აუციელებლია აკადემიური და კვლევითი დოკუმენტების წერის მაღალი
კულტურა;
 მნიშვნელოვანია კლიენტებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
 აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (კანდიდატს მოუწევს
აღნიშნულ ენაზე დოკუმენტების მომზადება);
 სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (წერა არ
მოითხოვება);

მოვალეობები:

 თვისობრივი კვლევების განხორციელება და მენეჯმენტი;
 თვისობრივი კვლევების ანგარიშების მომზადება;
 დამკვეთებთან მჭიდრო და სანდო კომუნიკაცია;
 ფოკუსური ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარება;
 შიდა, დაქვემდებარებულ ჯგუფთან მუშაობა და საკითხების სწორი დელეგირება;

უნარები და თვისებები:

 შედეგებზე ორიენტირებული;
 ერუდიციის მაღალი ხარისხი;
 კომუნიკაციის დახვეწილი მანერა;
 ანალიტიკური უნარები;

დაინტერესებულ პირებს, ვინც თვლის, რომ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, გთხოვთ,
გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე g.shavtvaladze@hrspace.ge
და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.