საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 12/04/2022 - 25/04/2022

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

 

ძირითადი სამუშაო:

  • კლიენტის დისტანციური კონსულტირება ჩვენი პროდუქტების გამოყენებაში;
  • კლიენტისგან მოთხოვნებისა და პრობლემური საკითხების მიღება და მოგვარება;
  • კლიენტისგან მიღებული რთული საკითხების გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • ბაკალავრის ხარისხი (განიხილება მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები) ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.
  • უპირატესობათ ჩაითვლება 1C პროგრამებთან და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობისა გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება - 600-800 ლარი ხელზე; (განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციის შესაბამისად)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Support Specialist.