საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ (“ბრითიშ ამერიქენ თობაქო”-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) წარმოადგენს მსხვილ სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც მრავალი წელია დამკვიდრებულია ბაზარზე და მუდმივად ვითარდება.

 

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

დასვენების დღე: შაბათი-კვირა

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქ., N2

ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად

 

ძირითადი მოვალეობები:

ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი პერიოდულად, შესაბამისი რეპორტების წარმოება;

გაყიდვების ანალიზი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;

საწყობის მარაგებისა და შეკვეთების ანალიზი;

ანალიზიდან გამომდინარე რეკომენდაციების/პროგნოზების შემუშავება და რეპორტინგი შესაბამის დეპარტამენტთან;

საქონლის ბრუნვადობის სისტემატური ანალიზი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით;

გაყიდვების მაჩვენებლის მუდმივი ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება კომპანიის გაყიდვების თითოეული თანამშრომლის/დეპარტამენტის ჭრილში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის ან მსგავს დარგში;

უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული მინიმუმ B2 ყველა კომპონენტი, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო გამოცდილება ანალოგიური ან მსგავსი მიმართულებით მინ. 1 წელი;

Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე;

Power BI ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

 მოლაპარაკების წარმოების უნარი;

 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;

 დროის მართვის უნარი;

 მოტივირებულობა;

 დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;

სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას;

კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევაში ჩართვას;

მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას, ტრეინინგებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე hr@trd.ge და დასახელებაში მიუთითეთ „მონაცემთა ანალიტიკოსი“.

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს სს „თ&რ დისტრიბუშენის“ მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, როგორც დამსაქმებლის მმართველ სს "თ&რ დისტრიბუშენის" სამეთვალყურეო საბჭოს, შვილობილს თუ მესამე მხარეს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად და მხარეთათვის ურთიერთ სასარგებლოდ განხორციელების მიზნით. კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება.  ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ სს "თ&რ დისტრიბუშენს" გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ. მათ შორის, სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი:   www.trd.ge 

 

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!