საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 06/04/2022 - 15/04/2022

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით.

 

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ამჟამად ჩვენი მიზანია სტუდენტების და კურსდამთავრებულების ჩართვა ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით, მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

 

დაკრედიტების ექსპერტის  სტაჟორის პოზიციაზე ჩვენთვის სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება, ან მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

 

მოლარის სტაჟიორის პოზიციაზე ჩვენთვის სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის ან ბიზნესის სფეროში სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული; 
  • კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.

 

ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია, აღნიშული მიმართულებით, თქვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობით. ჩვენს მიერ აყვანილი კადრები გაივლიან მაღალკვალიფიციურ სტაჟირებას, სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმდებიან დაკრედიტების ექსპერტის და მოლარის პოზიციაზე, მუდმივი განვითარების და სწავლების  პირობებში, შემდგომი დაწინაურების პერსპექტივით.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გადმოაგზავნონ თავიანთი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული შემდეგ ელ-ფოსტაზე - dsukhiasvhili@mbc.com.ge. ასევე მზად ვართ ჩავატაროთ შეხვედრა დაინტერესებულ კანდიდატებთან ონლაინ და უშუალოდ გავაცნოთ სტაჟირების პროგრამის დეტალები. მსურველებს შეეძლებათ ადგილზევე გადმოგვცენ რეზიუმე.