საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დასაქმების შესაძლებლობა სადაზღვევო საბროკერო კომპანია შპს სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს.-ში (უილის თაუერს უოთსონის წარმომადგენლობა საქართველოში) კლიენტთა მომსახურების მენეჯერის თანამდებობაზე.

 

ვეძებთ მონდომებულ, მიზანდასახულ, განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურ კომუნიკაციაში იქნება ჩართული დაზღვეულებთან და სადაზღვევო კომპანიებთან. დაეხმარება და კონსულტაციას გაუწევს დაზღვეულებს სამედიცინო სერვისების მიღებაში.

 

უილის თაუერს უოთსონი არის წამყვანი გლობალური საკონსულტაციო და საბროკერო კომპანია, რომელიც ოპერირებს 140-ზე მეტ ქვეყანაში. დღეისთვის საქართველოში კომპანია ემსახურება 200-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების მიმართულებით.

 

გთავაზობთ:

  •  პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის/სადაზღვევო ბაზრის ზოგადი ცოდნის მიმართულებით;
  •  კონკურენტულ ანაზღაურებას;
  •  მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  არსებული პორტფელის მართვა და მუდმივი მონიტორინგი ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით;  დაზღვეულების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  •  პრობლემური შემთხვევების დროული და ეფექტური მოგვარება;
  •  დაზღვეული კლიენტებისთვის ყოველდღიური მომსახურების გაწევა საჭიროებისამებრ; პარტნიორ სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია;
  •  ტექნიკური დავალების დოკუმენტების მომზადება, ბაზარზე ოპტიმალური სადაზღვევო პირობების მოძიება;
  •  მიღებული პირობების დეტალური შედარებების და ანალიზის გაკეთება კომპანიის მიერ შემუშავებულ სტანდარტულ ფორმებში;
  •  ადმინისტრაციული სამუშაოს შესრულება (მათ შორის საბუთების ადმინისტრირება, გადახდების მონიტორინგი, ფაილების წარმოება და ა.შ);
  •  საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ;

 

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  •  ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია ასევე რუსული ენის ცოდნა);
  •  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პიროვნული და პროფესიული ზრდის სურვილი;
  •  ანალიტიკური აზროვნება;
  •  კომუნიკაბელურობა;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: info@gsg.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 20 აპრილისა .