საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის გზის სერვის ცენტრი
სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი), წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად
ანაზღაურება: 500 (ხუთასი) ლარი (გადასახადების გარეშე)

ძირითადი მოვალეობები:

** ტექდათვალიერების ცენტრში შემოსულ კლიენტებთან პირველადი კონტაქტის დამყარება;
** კლიენტების დარეგისტრირება შიდა პროგრამაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** სერვის ცენტრში არსებული რიგების რეგულირება, მართვა და კონტროლი;
** კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა სწრაფი გადახდის აპარატსა და უნაღდო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია, უმაღლესი განათლება (განვიხილავთ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც);
** სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** სასურველია, ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2022 წლის 15 აპრილამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "გრითერი / ოპერატორი".

"გრინვეი" - არა დისკრიმინაციას!

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.