საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამდებობის დასახელება

მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

პოზიციის დასახელება

აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ადამიანური რესურსების მართვის მიმართულება

 

ორგანიზაცია

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

 

ორგანიზაციის შესახებ

ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.

 

კატეგორია

ადამიანური რესურსების მართვა

 

განცხადების ბოლო ვადა

07.04.2022

 

ფუნქციები

1. სამსახურის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა;

2. შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;

3. საჯარო სამსახურის მოხელეთა შეფასების პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა;

4.კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტების (დანიშვნა, განთავისუფლება, შვებულება, მივლინება) პროექტების მომზადება;

5. სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა და პრაქტიკანტთა/სტაჟიორთა პროფესიული განვითარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

6. სამსახურში პრაქტიკის გავლის კოორდინაცია;

7. თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა;

8. მოსამსახურეთა სამუშაოს აღწერილობების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების პროცესის ორგანიზება;

9. სამსახურის შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

10. თანამშრომლების კმაყოფილების, უკუკავშირის, მოტივაციის კვლევის დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;

11. თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისთვის შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

12. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოება;

13. შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის ადმინისტრირება და მართვა EHRMS-ის სისტემაში;

14. სამსახურის თანამშრომლებისთვის სამსახურებრივი მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;

15. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით,  სამსახურის უფროსისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანლის (აპარატი) მითითებებისა და  დავალებების განხორციელება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება    ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება     2 წელი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული   https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69868?active=1.