საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 23/03/2022 - 05/04/2022

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით.

 

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ამჟამად ჩვენი მიზანია სტუდენტების და კურსდამთავრებულების ჩართვა ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში საკრედიტო მიმართულებით, მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

 

დაკრედიტების ექსპერტის  სტაჟორის პოზიციაზე ჩვენთვის სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება, ან მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

 

სტაჟირების პერიოდში კადრები შეისწავლიან დაკრედიტების ექსპერტის ძირითად მოვალეობებს:

  • საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
  • მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება  და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
  • საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

 

ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია, აღნიშული მიმართულებით, თქვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობით. ჩვენს მიერ აყვანილი კადრები გაივლიან მაღალკვალიფიციურ სტაჟირებას, სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმდებიან დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე, მუდმივი განვითარების და სწავლების  პირობებში, შემდგომი დაწინაურების პერსპექტივით.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გადმოაგზავნონ თავიანთი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული შემდეგ ელ-ფოსტაზე -  dsukhiasvhili@mbc.com.ge . ასევე მზად ვართ ჩავატაროთ შეხვედრა დაინტერესებულ კანდიდატებთან და უშუალოდ გავაცნოთ სტაჟირების პროგრამის დეტალები. მსურველებს შეეძლებათ ადგილზევე გადმოგვცენ რეზიუმე, იმავე დღეს გაიარონ ტესტირება, გასაუბრება და ჩაერთონ პროგრამაში.

 

წარმატებული კანდიდატები მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში ჩაერთვებიან სტაჟირების პროცესში. სტაჟირების პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი, რაც მოიცავს სტაჟირების დაწყებიდან  მაქსიმუმ ორ თვეს, გახდებიან ემ ბი სის შტატიანი თანამშრომლები.