საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რედიქს ჯგუფი www.redix.ge აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში, რომლის ფუნქციები იქნება:

  • კომპანიის და მისი შვილობილების შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება;
  • შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია, მართვა;
  • სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება და შიდა საკორპორაციო დოკუმენტბრუნვის მომზადება;
  • საკადრო პოლიტიკის მართვა, დაქირავების, გასაუბრების, ტესტირების ორგანიზება, შეფასება;
  • შრომის სამართალთან მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი;
  • თანამშრომლებთან კომუნიკაცია, კომპანიაში დანერგილ პროცედურებსა და მიმდინარე პროცესებზე მათი ინფორმირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით. მისაღებია ბალაკავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან მაგისტატურის სტუდენტი;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სტაჟირება ან კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;

 

პირველი 6 თვე წარმოადგენს გამოსაცდელ ვადას.

 

ხელზე ასაღები ხელფასი 700 ლარი, რომელიც შესაძლებელია გაიზარდოს სტაჟისა და კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.

 

გთხოვთ, წინამდებარე ვაკანსიას გამოეხმაუროთ მიმდინარე წლის 28 მარტის ჩათვლით, თქვენი cv გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@redix.ge, ხოლო წერილში სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.