საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არესემ საქართველო სოლუშენსი მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის SAP-ის ვერცხლის პარტნიორია და წარმატებით ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. SAP Business One გადაწყვეტილება ერთიან სისტემაში აქცევს კომპანიის პროცესებს და რაც მთავარია, უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას. ამასთან, იძლევა მოქნილი რეპორტინგის სისტემასა და ბიზნესის ახალ თვალსაჩინო ხედვას.

 

კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენს" აცხადებს სტაჟირებას კონსალტინგისა და ანალიტიკის დეპარტამენტში ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა:     ზ. ფალიაშვილის #85

ხანგრძლივობა:            4 თვე (შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივით)

 

სტაჟირების შესახებ:

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ბიზნეს პროცესების შესწავლა და მათი ავტომატიზაცია პროგრამული გადაწყვეტილების მეშვეობით.  სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან გადაწყვეტილება LS One-ს, SAP Business One-ს, მის ძირითად მოდულებს და ჩაერთვებიან დანერგვისა და იმპლემენტაციის სრულ ციკლში.

 

სტაჟირების განმავლობაში მონაწილეები:

  • შეისწავლიან პროგრამული უზრუნველყოფის ძირითად მოდულებს: გაეცნობიან თეორიულ მასალებსა და პრაქტიკულ ქეისებს
  • მონაწილეობას მიიღებენ დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნეს საჭიროებების შესწავლისა და ანალიზის პროცესში
  • გაეცნობიან პროგრამის დანერგვის სრულ პროცესს
  • ჩაერთვებიან ორგანიზაციის საბოლოო მომხმარებლებისთვის ტრენინგ მასალების მომზადებაში
  • გუნდთან ერთად ჩაერთვებიან ექსპლუატაციის გრძელვადიან მხარდაჭერაში (Support)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • MS office-ის ფლობა
  • საბუღალტრო ან/და ERP სისტემების უნარ-ჩვევები განიხილება უპირატესობად 
  • ენები: ინგლისური

 

შერჩევის ეტაპები:

  • გასაუბრება
  • პრეზენტაციის წარდგენა

 

თუ დაგაინტერესა ამ შემოთავაზებამ, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@rsm.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

 

ველით შენთან შეხვედრას!

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.